Pondo
პონდო ის გენიალური ოსტატია, რომელიც ბავშვობიდან საკუთარი ხელებით ქმნიდა საოცარ ნაკეთობებს და სწორედ მან აჩუქა სამყაროს სიტყვა "DO"
პონდოს ამბავი
პონდო წყლებთან ახლოს დაიბადა, სადაც უამრავი ხე და ფოთოლი იყო. მას ბავშვობიდანვე უყვარდა ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება. აკვირდებოდა ირგვლივ ყველაფერს, ეუფლებოდა ბუნების მიერ ბოძებულ ნატურალურ მასალას და მუდამ ხელსაქმით იყო დაკავებული.
დრო გადიოდა და პონდო სულ უფრო და უფრო დახელოვნდა, სანამ ნამდვილ დიდოსტატად არ იქცა.
ის ისეთ კომფორტულ ავეჯს ამზადებდა, რომ მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მანდილოსნები სტუმრობდნენ მის სახელოსნოს, რათა ერთხელ მაინც შეხებოდნენ მის გენიალურ პროდუქციას და სამყაროს.
"Pondo"-ს გაიძახოდნენ მთელი სამყაროს ბაყაყები, ბავშვები კი მას მოფერებით "Do"-ს ეძახდნენ.
პონდო ბავშვობიდან გამორჩეული იყო, პირველ რიგში გამუდმებული შრომით და სიმაღლეებისკენ სწრაფვით.
მისი მოფერებითი სახელი "Do" კეთების აღმნიშვნელ სიტყვად იქცა.
პონდო დღემდე განაგრძობს ხარისხიანი შემოქმედებით მსოფლიოს ბაყაყების განცვიფრებას.